რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს. ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული, თორნიკე აბლოთია.

არსებული ინფორმაციით, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ზარდიანთკართან სპეცრაზმელი ნორმატივებს აბარებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს. გატაცებულ სპეცრაზმელს ამ დროს სირბილი ევალებოდა.  მეთაურმა ნორმატივის შესრულება, საოკუპაციო ხაზის ახლოს დაავალა.

ადგილობრივი სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცენტრალურ აპარატში კი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button