მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მკვლელობა ბოლნისში

ქვემო ბოლნისში 32 წლის კაცი მოკლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის ღამით მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა, არ იციან, რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. სოფელში ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-სი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button