მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჯგუფება დაასრულეს

რუსეთი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს კრიმენასთან სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა – განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დაასრულეს ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად.

მოტუზიანიკის თქმით, ამავდროულად, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.

“რუსეთი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს ყირიმთან სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა”, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უკრაინულმა ჯარებმა ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, ქალაქი იზიუმი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსული შენაერთების ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილებია – ამ ადგილიდან ისინი შეეცდებიან განავითარონ შეტევა აღმოსავლეთით – ამბობს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button