რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო-თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს შემდეგი საქართველოა-პანეტა

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნისა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლეონ პანეტას თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.
ამის შესახებ პანეტამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება”, – ამბობს პანეტა.
რა საფრთხეები ახლავს თან ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს პანეტა გამოცემას პასუხობს, რომ “[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში”
პიანტკოვსკი: უკრაინის გამარჯვება ყველაფერს შეცვლის, არამხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოში
უკრაინის გამარჯვება ყველაფერს შეცვლის, არამხოლოდ რუსეთში სიტუაციას, არამედ საქართველოში სიტუაციას. მთლიანად, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოშიც კი, სადაც მიდის აქტიურად მიდის მსოფლიო ომი, სადაც აბსოლუტურად ბოროტების ძალები პუტინის რუსეთისა, ისლამისტური ირანი და სხვა ქვეყნები გამოწვევას ახორციელებენ სხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ დასავლეთის რეაქცია არ გახლავთ ნათელი ჯერ კიდევ.
მე ვფიქრობ, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა სამხედრო დახმარების სახით მოხდება. მისი დაბლოკვა ხდება კოგრესში ტრამპის მხარდამჭერების მიერ, რომელიც გამოდის როგორც პუტინის აგენტი. ატლანტიკური ძალები იმედია, დაძლევენ ამ ბარიერს, ამ წინააღმდეგობას და აღნიშნული გადაწყვეტილება გამოყოფილი იქნება. ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინის გამარჯვება შეცვლის ყველაფერს რუსეთშიც, საქართველოშიც.