მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14 244 დაშავდა

გაეროს დაანგარიშებით, შარშან თებერვალში რუსეთის ჯარების შეჭრიდან დღემდე უკრაინაში დაღუპულია თითქმის 8,5 ათასი სამოქალაქო პირი, 14 ათასზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა გაეროს ადამიანის უფლებების კომისრის ოფისმა.

მსხვერპლის დიდი უმრავლესობა მოდის ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს: 6,5 ათასზე მეტი დაღუპული და 11,6 ათასზე მეტი დაჭრილი.

იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დაიღუპა 1,9 ათასი და დაიჭრა 2,5 ათასი სამოქალაქო პირი. მათ შორის 650-ზე მეტი დაღუპული და 2300-ზე მეტი დაჭრილი მოდის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, იტყობინება გაერო.

გაეროს ექსპერტები დასძენენ, რომ სინამდვილეში სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად მეტი შეიძლება იყოს, ვინაიდან ჯერჯერობით არ ხერხდება სანდო ინფორმაციის მოპოვება ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა მარიუპოლი (უკრაინის ხელისუფლების თანახმად, იქ 20 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა), რუსეთის ჯარების შტურმის დროს სრულიად განადგურებული პოპასნაია, ასევე ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“, – აცხადებენ გაერო-ში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლუგანსკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში და დონეცკის ოლქის ქალაქებში – ლისიჩანსკში, პოპასნაისა და სევეროდონეცკში დაიღუპა და დაშავდა
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით დიდი დანაკარგები აქვთ.

“კვირას და ორშაბათს, 9-10 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს წინსვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.

სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები კვლავ განიცდიან დიდ დანაკარგებს. შესაძლოა, მტერმა შეძლო სოფელ ხრომოვოს ჩრდილო-დასავლეთით ოდნავ წინ გარღვევა, რომელიც ბახმუტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

10 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ თავდასხმის მცდელობას ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და ლიმანის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button