მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

მუქარა კრემლიდან

ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდა არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას და რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ორჯერ გაიზარდა ნატო-ს სწავლების მასშტაბები და ინტენსიურობა, რომელშიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები, უკრაინა და საქართველო. ამგვარი ქმედება არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი შოიგუს თქმით, გრძელდება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ნატო-ს ბაზირების სისტემის განვითარება.

„ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“, – დასძინა მან.

დღესვე, განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. იგი ქართულ მხარეს „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ აფრთხილებს.

„ჩემი მესიჯი არის იგივე. უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button