მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინაში სპეციალური ოპერაცია მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება

რუსეთის არმია უკრაინაში სპეციალურ ოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები 24 თებერვლიდან აწარმოებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დონბასის მოსახლეობის დასაცავად, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით”.

„ჩვენთვის მთავარია დავიცვათ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის ქვეყნებისგან მომავალი საფრთხეებისგან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ უკრაინელი ხალხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა შოიგუმ

მსგავსი პოსტები

Back to top button