რეგიონი

“კახეთის საჯარო სკოლებში ონლაინ-სწავლებაზე მხოლოდ ორი კლასი იმყოფება”

“კახეთის საჯარო სკოლებში ონლაინ-სწავლებაზე მხოლოდ ორი კლასი იმყოფება”- ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია.
” დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხში ერთი და დედოფლისწყაროში ერთი კლასია ონლაინ-სწავლებაზე გადაყვანილი. სკოლებში სტაბილური ვითარებაა და არცერთი სკოლის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა არ დაგვჭირვებია. ამ დროისათვის მთელ რეგიონში სულ 19 მოსწავლეა ინფიცირებული”-განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღეს, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტებს ეს ვარაუდი ნაადრევად ეჩვენებათ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე სპეციალისტები ახალი შტამების დაფიქსირებაზე საუბრობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კი ამტკიცებს, რომ პანდემიის დასრულებამდე, ჯერ ადრეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button