რუსეთის თავზე უკრაინული დრონები კვლავ გამოჩდნენ-თავდასხმა კურსკის რკინიგზის სადგურის შენობაზე

20 აგვისტოს გამთენიისას აფეთქება მოხდა კურსკის რკინიგზის სადგურის შენობაში. დაშავდა ხუთი ადამიანი. ოლქის ხელისუფლების ცნობით, სადგურის შენობას შეეჯახა უკრაინული დონი.
ინფორმაცია დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა, რომლის თქმითაც, შეჯახების შედეგად სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
“უკრაინული დრონით კურსკში თავდასხმა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა”, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. დაშავებულებს გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რაც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აღკვეთეს. ამის შესახებ სობიანინი ტელეგრამარხში წერს.
„ღამით მოსკოვზე, სამხრეთ მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატის გაფრენის მცდელობა განხორციელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებით ის აღიკვეთა. მადლობა სამხედროებს შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს სობიანინი.
ამასთან, მოსკოვის მერი არ აკონკრეტებს, თუ სად ჩამოაგდეს დრონი. მანამდე, ღამით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა „ვნუკოვომ“ და „დომოდედოვომ“ დროებით რეისების მიღება შეწყვიტეს. არსებული ცნობებით, რეისები „შერემეტიევოს“ აეროპორტში გადაამისამართეს.
კურსკი და კურსკის ოლქი, ისევე როგორც რუსეთის სხვა რეგიონები, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას, ბოლო დროს ხშირად ექცევიან უკრაინული არტილერიისა და დრონების სამიზნეებში.
რუსული მხარე მომხდარში კვლავ უკრაინას ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.