მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თქმით უკრაინა კონტრშეტევას მელიტოპოლის მიმართულებით გეგმავს

ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონში. სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფია.

“ბოლო დროს რუსეთის საოკუპაციო ძალები მელიტოპოლში ინტენსიურად აძლიერებენ თავდაცვით ხაზებს სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. ამ ზონაზე პასუხისმგებელი, სავარაუდოდ, რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფია”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, რუსეთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ უკრაინა კონტრშეტევას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მელიტოპოლის მიმართულებით გეგმავს.
დაზვერვის თანახმად, თავდაცვის ამ ხაზს აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული დაბრკოლება უკრაინული ძალებისთვის, მაგრამ მისი ეფექტურობა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია საკმარისი შეიარაღებისა და პერსონალის მიწოდებაზე.
შეძლებს თუ არა რუსული ჯარების სამხრეთ ჯგუფი ამ რესურსების შეგროვებას, გაურკვეველია – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში.
2022 წლის 1 მარტიდან ზაპოროჟიეს ქალაქი მელიტოპოლი რუსული ძალების მხრიდან ოკუპირებულია. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხეროები მტრის შეტევების მოგერიებასა და მათთან გამკლავებას წარმატებით ახერხებენ.

ამასთან, 9 აპრილს, ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ რეგიონში რუსი ოკუპანტების 15-ზე მეტი სამხედრო ბაზა განადგურდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

“უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა [კონტრშეტევის დროს] წარმატების მისაღწევად”, – თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, ოსტინი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

29 მარტს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა. მისი თქმით, მათ ასევე სჭირდებათ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ჯავშანტექნიკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button