მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია-გერმანიის კანცლერი

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში აფეთქებები იყო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლმა თავის გამოსვლაში – მთავრობის განცხადებაში – აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. პუტინმა მთლიანობაში ვერ გათვალა, როცა იფიქრა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ერთობა არ იქნებოდა და “გაზის ონკანს გადაკეტავდა“, – აღნიშნა შოლცმა. მისი თქმით, ამიტომ არის, რომ ახლა რუსეთს იერიში მიაქვს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. შოლცმა უკრაინაში პუტინის მიერ ომის წარმოების მანერას უწოდა „დამწვარი მიწის“ პოლიტიკა, რაც, მისი თქმით, ყველაზე მდაბალი მანერა.

გერმანიის კანცლერის თანახმად, ევროკავშირი უკრაინას არა მხოლოდ იარაღით, არამედ ელექტროენერგიის გენერატორებითაც დაეხმარება, რისთვისაც მომავალ წლებში მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი. ცნობას აქვეყნებს გერმანიის საზოგადოებრივი რადიოსადგური „დოიჩლანდფუნკი“.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 28 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის დასახლებების მიმართულებით. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობა და სახანძრო მანქანები. მძიმე დაბომბვებია დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ქალაქ ნიკოპოლზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად კი დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონში 16 ათასზე მეტ ოჯახს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რუსული ძალები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს, ცეცხლი გაუჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მათ შორის ადგილობრივი სკოლის შენობას. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გამთენიისას უკრაინის სამ – კიევის, ჟიტომირისა და ვიცინის – ოლქზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

კლიჩკოს თანახმად, ადგილობრივი დროით 07:25 საათისთვის კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ ხალხი გააფრთხილა, რომ შესაძლებელია დრონებით თავდასხმების მეორე ტალღა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ერთი საავიაციო და 11 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათ შორის სამი – სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ადმინისტრაციის შენობა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.

მისი თქმით, დაბომბვა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, დანგრეულია ორი სართული, მაგრამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button