მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსეთთან დაკავშირებული ტოპონიმების აკრძალვის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.

სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროს ეხება.

10-წლიანი სანქციები ასევე 60 იურიდიულ პირს ეხება, რომელთაგან 8 შვეიცარიული კომპანიაა, 5 – ფრანგული, 2 კვიპროსში არის დარეგისტრირებული, 1 – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, 1 – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 1 – მალტაზე, 1 – ლუქსემბურგში, 1 – სომხეთში, 1 – გერმანიაში, 1 – ესპანეთში, 1 – ტაივანში, 1 – სინგაპურში, დანარჩენი კი რუსეთი ფედერაციაში.

იურიდიულ პირებს შორის არის რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია და რუსული პოლიტიკური პარტიები – რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „ერთიანი რუსეთი,” „ახალი ხალხი” და „სამართლიანი რუსეთი.” სანქციები 10 წლის ვადით არის მიღებული.

გარდა ამისა ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება.

რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, პარტიებში, შეიარაღებულ დაჯგუფებებში და მონაწილეობდნენ ან ხელს უწყობდნენ რუსული იმპერიული პოლიტიკის რეალიზებას; ასევე, ძეგლები, რომელიც ეძღვნება პირებს, ვინც საჯაროდ უჭერდა მხარს, ადიდებდა ან ამართლებდა რუსულ იმპერიულ პოლიტიკას, მოუწოდებდნენ რუსიფიკაციისკენ ან უკრაინოფობიისკენ; გეოგრაფიული ობიექტებისა და ადგილობრივი ტოპონომიის ობიექტების დასახელებები ზემოთ აღნიშნული პირების საპატიოდ, ან დასახელებები რუსული ქალაქებისა და რუსეთის სხვა გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული ობიექტების საპატიოდ; რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების დროშები და ჰიმნები.

კანონი მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ შედის ძალაში, მანამდე მინისტრთა კაბინეტმა მისი დებულებების რეალიზებისთვის ნორმატიული ბაზა უნდა მოამზადოს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button