მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი მიმართული იქნება ნავთობისა და ბანკების მიმართ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი მიმართული იქნება ნავთობისა და ბანკების, კერძოდ Sberbank-ის მიმართ – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-ს განუცხადა.

“ჩვენ განვიხილავთ საბანკო სექტორს, განსაკუთრებით Sberbank-ს, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს და რა თქმა უნდა, არის ენერგეტიკული საკითხებიც,” – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ Sberbank-ი Gazprombank-თან ერთად არის ერთ-ერთი მთავარი არხი რუსული ნავთობისა და გაზის გადახდების განხორციელებისთვის, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისგან ყიდულობენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი მუშაობს “ჭკვიან მექანიზმებზე”, რათა მომავალი სანქციები ნავთობზეც გავრცელდეს.

“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის სამიზნე კვლავ რუსული ბანკები იქნებიან, განსაკუთრებით “სბერბანკი”, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს წარმოადგენს. ევროკავშირი ასევე მუშაობს შესაბამის მექანიზმზე, რათა შემდგომმა სანქციებმა ნავთობისა და ენერგეტიკის საკითხებიც მოიცვას. ის რაც არ უნდა მოხდეს არის, რომ პუტინმა კიდევ უფრო მეტი ფული მიიღოს ევროკავშირისთვის განკუთვნილი მარაგების სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის უფრო გაძვირებულად მიწოდებით. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი პუტინის შემოსავლების შემცირებაა,” – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.
ბულგარეთმა რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა.

“რუსეთის დროშის ქვეშ დარეგისტრირებულ ყველა გემს, ასევე მათ, რომლებმაც რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალეს, ბულგარეთის საზღვაო პორტებში შესვლა ეკრძალებათ” – ნათქვამია ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button