რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ბოროტების შეჩერება იარაღით არის შესაძლებელი და ამას უკრაინელი მებრძოლები აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
„ტერორის კიდევ ერთი ღამე. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უმანში დაზიანდა ათი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად დაინგრა. რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით. გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ უმანში სულ მცირე 14, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონში კი სამი ადამიანი დაიღუპა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება უკრაინაში წინა თაობის 80-მდე Leopard 1 ტანკის გაგზავნა.
European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ასზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა Leopard 1-ისთვის ახლახან დაიწყო ამ კვირაში. 80-მდე Leopard 1-ის ტანკის გადაცემა შუა წლისთვის დაიწყება,” – თქვა პისტორიუსმა.
მისი ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საკმარისი უკრაინისთვის უკვე გადაცემული Leopard-ის ტანკები საკმარისი კონტრშეტევისთვის, რადგან რამშტეინის ბოლო შეხვედრაზე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ძირითადად ჭურვებზე, საჰაერო თავდაცვაზე და სათადარიგო ნაწილებზე ისაუბრეს.
პისტორიუსის თქმით, მიმდინარე წლის მარტში უკრაინამ გერმანიისგან 18 თანამედროვე Leopoard 2, 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა მიიღო და დამატებითი სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა მიიღო.
უკრაინამ აშშ-სგან 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგი გრანტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნა, რომ უკრაინას დაფინანსება მსოფლიო ბანკის მიზნობრივი ფონდის მეშვეობით გადაეცა მეოთხე დამატებითი დაფინანსებისთვის პროექტისთვის “სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი სახელმწიფო ადმინისტრაციის უზრუნველსაყოფად” (PEACE).
აღნიშნული სახსრები საპენსიო გადასახადების, ცალკეული სახელმწიფო სოციალური დახმარების გადასახადების, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გადახდას მოხმარდება.
მთლიანობაში, ომის დაწყებიდან უკრაინამ აშშ-სგან გრანტების ფორმით დაახლოებით 16.7 მილიარდი დოლარი მიიღო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 28 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 189 460
ტანკი – 3 694
ჯავშანტექნიკა – 7 181
საარტილერიო სისტემა – 2 905
სარაკეტო სისტემა – 543
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294
თვითმფრინავები – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 467
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 819
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 353.