რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 206 – დაშავდა, – ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასევე, ბევრი ფაქტი ჯერ კიდევ დაუდასტურებელია.
„ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), ლისიჩანსკს, პოპასნას და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობას შორის ბევრი გარდაცვლილის შესახებ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 29 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 530 სამხედრო, 14 ტანკი და 25 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 261 840
ტანკი – 4 414
ჯავშანტექნიკა – 8 579
საარტილერიო სისტემა – 5 450
სარაკეტო სისტემა – 733
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 387
საკრუიზო რაკეტები – 1 419
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 909
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 820.