მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 121 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 121 ბავშვი დაიღუპა, 167-მა ბავშვმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყოველდღიური დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, მათგან 72 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურის ცნობით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და კიევში.

თავდასხმების შედეგად დაზიანდა ბავშვთა 40-ზე მეტი დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს უკრაინის დასახმარებლად 4 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს “თუ სურთ, რომ სიზმარში დაღუპული უკრაინელი ბავშვების თვალები არ იხილონ”.

“ძვირფასო პარტნიორებო! საჭიროა გადადგათ 4 ნაბიჯი, რათა არ იხილოთ ჩვენი დაღუპული ბავშვების თვალები და არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი სიზმრებში:
✔თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ცის დაკეტვა არ შეგიძლიათ,
✔ფრთოსანი რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის;
✔მძიმე ემბარგო ნავთობზე;
✔რუსული გემებისთვის მსოფლიოს გარშემო პორტების დაკეტვა” – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე დაიღუპა და დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button