მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა,რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. – ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

”ეს მხოლოდ ის ციფრებია, რომლის გადამოწმებაც გაერო-მ შეძლო. გვჯერა, რომ ჭეშმარიტი რიცხვი გაცილებით მეტია“, – აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებაში.

რასელმა მიუთითა იმ უბედურებაზე, რასაც ბავშვები შეიძლება განიცდიდნენ მთელ უკრაინაში ძალადობის კვალდაკვალ. მან ასევე აღნიშნა, რომ ომმა გაანადგურა უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები, ბაღები.

„სასწავლო წლის დაწყება სულ რაღაც ერთ კვირაში ცხადად გვახსენებს, თუ რამდენი დაკარგეს უკრაინაში ბავშვებმა. უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა განადგურდა საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლები სამიზნეებს წარმოადგენს, რის შედეგადაც ოჯახები თავიანთი შვილების სკოლაში გაგზავნას უსაფრთხოდ ვერ თვლიან. ჩვენი ვარაუდით, 10 სკოლიდან 1 დაზიანებული ან დანგრეულია“, – აღნიშნა ქეთრინ რასელმა.

აღმასრულებელმა დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ და თქვა, რომ ბავშვებს უსაფრთხო, სტაბილური გარემო, მხარდაჭერა და რაც მთავარია, მშვიდობა სჭირდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button