მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთის უცხოურ აგენტთა რეესტრიდან 209 პირია ამოღებული

რუსეთის უცხოურ აგენტთა რეესტრიდან, რომელსაც ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო განაგებს, უკვე 209 პირია ამოღებული, ამის შესახებ იტყობინება უწყების ხელმძღვანელი, კონსტანტინ ჩუიჩენკო, თუმცა არაფერს ამბობს მნიშვნელოვან დეტალზე.

მისი თქმით, რეესტრიდან ამოღებული პირები წარმოადგენენ თითქმის მეოთხედს ახლანდელი სიისა, რომელიც, სხვათა შორის, ყოველკვირეულად ივსება.

ამჟამად სიაში 860 პირია, ამოღებულთა ჩათვლით. ჩუიჩენკომ აღნიშნა, რომ არსებობს “უცხოური აგენტების რეესტრიდან ამოღების სავსებით უბრალო და გონივრული პროცედურა”: საკმარისია, პირმა დაამტკიცოს, რომ ის უკვე აღარ არის უცხოური აგენტი.

თუმცა ფაქტი, რომელიც ჩუიჩენკოს არ უხსენებია, არის ის, რომ იმ პირთა უმეტესობამ, რომლებიც “ამოიღეს” სიიდან, საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

“ოვდ-ინფოს” გამოთვლებით, უცხოური აგენტების სიაში მოხვედრის შემდეგ თავისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 142-მა გაერთიანებამ.

რუსეთის ხელისუფლებას უცხოურ აგენტად შეუძლია გამოაცხადოს ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება “უცხოური გავლენის” ქვეშ, რისი განმარტებაც კანონში ძალიან ბუნდოვნადაა გაწერილი.

1 სექტემბერს იუსტიციის სახლის ფილიალებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება

“ვაჩერებთ საქმიანობას… ჩვენ არ დავრეგისტრირდით!”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “ლომეკი” გავრცელებულ განცხადებაში წერს და აღნიშნავს, რომ აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

ორგანიზაცია წერს, რომ გუნდის წევრები მათივე რესურსებით მუდამ ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

ა(ა)იპ Lomeki • ლომეკი აჩერებს საქმიანობას.
ჩვენ არ დავრეგისტრირდით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირსება და ამ ქვეყნისა და ხევის კულტურული და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე ზრუნვა.

ლომეკი ამას აკეთებდა წლების განმავლობაში სრულიად უანგაროდ და ახლაც გავაგრძელებთ, როგორც საინიციატივო ჯგუფი.

ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი სათემო და მცირე ორგანიზაციებისათვის, ჩვენთვისაც თვითმიზანი არ ყოფილა ყბადაღებული გრანტების თემა. პირიქით, ჩვენი რესურსებით ვცდილობდით და ვცდილობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და კონკრეტული საკითხების ადვოკატირებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაიცვას და ეს არაერთხელ წარმატებით შევძელით.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გასულ და მიმდინარე წელსაც USAID Civil Society Engagement Program -ისა და ევროპა ნოსტრას დაფინანსებით განხორციელდა (ახლაც მიმდინარეობს პროექტი) მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მეტი შესაძლებლობა იყო და არის გადაიდგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, როგორც თრუსოს ხეობის პირევლადი სახით შენარჩუნებისათვის, ასევე ცალკეულ ძეგლთა დაცვისა და კვლევის გზაზე.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა, მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია სახელმწიფოს, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების გზაზე. თუმცა, ე.წ. რუსული კანონის გამო, ეს პროცესიც შეჩერებულია, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია დააფინანსოს მსგავსი პროექტები და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, დონორი ორგანიზაციების ხელის შეშლისათვის. თუმცა, მისივე დაფუძნებული აიპები ახლაც აგრძელებენ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებას, რომელიც ძირითადად სახელფასო დანამატია და არა რაიმე საერთო სიკეთისთვის დახარჯული თანხა.

ამჟამად ლომეკი აგრძელებს თრუსოს ხეობის ძეგლთა ინვენტარიზაციიის პროექტს, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე დავასრულებთ.

ცნობისთვის, ეს საქმეც, როგორც ძეგლთა დაცვა და მოვლა-პატრონობა, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა აქაც, როგორც სხვა არაერთ სფეროში, მისი შესრულებაც სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო თავის თავზე.

ლომეკი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით არასასურველი და დევნის ობიექტი გახდა კამარა ჰესის მშენებლობის ხელისშემშლელი კამპანიის შემდგომ, როდესაც ჩვენს მიერ გასაჯაროვდა მათი არაერთი უმსგავსო საქციელი.

‼️ იურიდიული სტატუსის შეჩერება და სოლიდური ჯარიმა ვერ გახდება ჩვენთვის ხელისშემშლელი და ეს თავადაც კარგად იციან.

პ.ს. ჩვენი ახალი ჰეშთეგია
#ერთადმოვუაროთხევისძეგლებს და
#ერთადვებრძოლოთუსამართლობას!

მსგავსი პოსტები

Back to top button