მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბელარუსში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გასამართად გაემგზავრნე

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბელარუსში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გასამართად გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Belarus ავრცელებს.

მოლაპარაკება სავარაუდოდ მოსკოვის დროით, 15.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button