მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობა იქნება-კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობა იქნება. როგორც კალაძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი მმართველი პარტიისთვის არის მსჯელობის საგანი და ამის შესახებ ცნობილი გახდება.

„ამაზე მსჯელობა იქნება და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება, მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური, პერსონალური და ა.შ. სანქციები ამოქმედდა. ამ ქვეყნების რიგებშია: ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ა.შ. ამასთან, რუსეთს სანქციებს ევროკავშირიც უწესებს.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებს.

მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

კახა კალაძის ხმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობა ახლა იგივე სანქციების დაწესებას უნდა ითხოვდეს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მიმართ.

მისი განცხადებით, მთავრობის მიერ სანქციების არ მოთხოვნა უხეში შეცდომაა

როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია, რომ არ შესრულდა მინსკის შეთანხმება და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ მცდელობა ჰქონოდა, შეიძლებოდა იქვე გაჩენილიყო ფრაზაც – “დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საქართველოს მიერთება პრაქტიკული თვალსაზრისით დიდად შედეგის მომტანი შეიძლება არ იყოს, თუმცა, შედეგის მომტანი იქნება ოკუპაციის შესახებ კანონის რეალური ამოქმედება.

საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს იმ ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, იმ საშუალებებით, რომელიც მას აქვს. ეს არის მთავარი. ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ იყვნენ მტკიცე, გადამწყვეტი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვას, რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უერთდება თუ არა საქართველო.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელმძღვანელობენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით.

ცნობისთვის, დასავლეთის სანქციების პირველი პაკეტი სწორედ რუსეთის მიერ აღიარებულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხოთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button