მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა, რუსეთი “ომის მდგომარეობაში” იმყოფება-პესკოვი

2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები დაჯარიმდნენ სიტყვა "ომის" გამოყენების გამო, ჯარის "დისკრედიტაციის" მუხლით

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი “ომის მდგომარეობაში” იმყოფება. ოფიციალურად უკრაინაში შეჭრას ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სხვა წარმომადგენლები “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებენ, ხოლო სიტყვა “ომის” გამოყენების გამო ადამიანებს აჯარიმებენ.

პესკოვმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა: “დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი წარმოიშვა კომპანია, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ამის მონაწილე უკრაინის მხარეს გახდა, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. ამაში დარწმუნებული ვარ”.
„ჩვენ ომში ვართ. დიახ, დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ჯგუფი, როცა კოლექტიური დასავლეთი გახდა მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ყველამ უნდა გაიგოს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანვე დაამატა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ეს თვითმობილიზებისთვის უნდა გააცნობიერონ.

მოგვიანებით, პესკოვმა დააზუსტა, რომ “იურიდიულ ცვლილებებს” არ გულისხმობდა და აღნიშნა, რომ დე იურე ეს კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, ხოლო დე ფაქტო ომად გარდაიქმნა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს მოქმედებას ისე, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ დაემუქროს რუსეთის მოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებას.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს თავის საზღვრებთან სახელმწიფოს არსებობას, რომელსაც აქვს დოკუმენტირებული განზრახვა, გამოიყენოს ყველა მეთოდი ყირიმის წასაღებად, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი რეგიონების ტერიტორიებზე“.
კრემლის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია “კიევის რეჟიმის მიერ ოკუპირებულ” ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა ომი პირველ წელს მოახდინა.

2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები დაჯარიმდნენ სიტყვა “ომის” გამოყენების გამო, ჯარის “დისკრედიტაციის” მუხლით. უფრო ვრცელი ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის, რუსები ექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას.

პესკოვმა თქვა, რომ მისი სიტყვები ომის მოწინააღმდეგეების სიტყვებს არ უნდა შეადარონ.

“ეს სრულიად შეუსაბამო შედარებაა, რადგან ეს [ომის საწინააღმდეგო განცხადებებში] არ არის ჩემი კონტექსტი. სიტყვა “ომი” გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში. ეს არის აბსოლუტურად [ზუსტი]. უბრალოდ შეადარეთ რა კონტექსტი მაქვს მე და რა კონტექსტი აქვთ [შეჭრის მოწინააღმდეგეებს]”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button