რუსეთმა იმ ქვეყნების სია გამოქვეყნა, რომლებიც რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან-სიაში საქართველო არ არის

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა ხელისუფლებების მიერ თავს მოხვეული „დესტრუქციული ნეოლიბერალურ წესები“ ეწინააღმდეგება „ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს.” სიაში, რომელშიც 47 ქვეყანაა შეყვანილი, საქართველო არ არის
სიაში 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ბაჰამის კუნძულები და სხვა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ სიაში არ აღმოჩნდა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი, ნატოდან კი -თურქეთი.
სიაში არ შედის ასევე სამხრეთ კავკასიის არც ერთი ქვეყანა.
სიაში შეყვანილია შემდეგი ქვეყნები:
ავსტრალია
ავსტრია
ალბანეთი
ამერიკის შეერთებული შტატები
ანდორა
ახალი ზელანდია
ბაჰამის კუნძულები
ბელგია
ბულგარეთი
გაერთიანებული სამეფო
გერმანია
დანია
ესპანეთი
ესტონეთი
იაპონია
ირლანდია
ისლანდია
იტალია
კანადა
კვიპროსი
კორეის რესპუბლიკა
ლატვია
ლიტვა
ლიხტენშტეინი
ლუქსემბურგი
მაკრონეზია
მალტა
მონაკო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
საბერძნეთი
სან-მარინო
საფრანგეთი
სინგაპური
სლოვენია
ტაივანი
უკრაინა
ფინეთი
შვედეთი
შვეიცარია
ჩერნოგორია
ჩეხეთი
ჩრდილოეთ მაკედონია
ხორვატია
ამ ქვეყნების მოქალაქეები, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 18 აგვისტო განკარგულების თანახმად, გაიოლებულად მოიპოვებენ დროებით ბინადრობის ნებართვას რუსეთში, თუ ისინი არ მიიღებენ ხელისუფლების მიერ თავს მოხვეულ “დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიას”.
პუტინის განკარგულებაში ზუსტად არ არის მითითებული, თუ როგორ დაამტკიცებენ უცხოელები ტრადიციულ ღირებულებებისადმი ერთგულებას და “ნეოლიბერალურ იდეოლოგიასთან” შეუთავსებლობას,