მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ვფიქრობ ყველაზე ძლიერი ისაა ვინც სიტუაციას აკვირდება,,-უკრაინას უნდა ჰქონდეს “თეთრი დროშის” აღმართვის გამბედაობა – რომის პაპი

როდესაც ქვეყანა ხედავს რომ დამარცხებულია და "საქმე კარგად არ მისდის" მას მოლაპარაკებების სიმამაცე უნდა ეყოს

რომის პაპი შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ინტერვიუ, რომლიც სრული ვერსიაც 20 მარტს გავა ეთერში, ჩაწერილია 2024 წლის თებერვალში. ჩანაწერის ფრაგმენტებში, რაც საჯარო გახდა, რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს “თეთრი დროშა” და “დამარცხება”, იმის მიუხედავად რომ მას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე ადრეც გაუკეთებია განცხადება. “თეთრი დროშა” ამ ინტევიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში.

პაპ ფრანცისკეს ინტერვიუერი ეკითხება, თუ სად დგას ის დებატებში, იმ ხალხის მხარეს, ვინც თვლის, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ ახერხებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევას რუსეთისთვის თუ მიეკუთვნება ჯგუფს, რომლებიც ფიქრობენ რომ ეს პოზიცია ლეგიტიმაციას უწევს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

“მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს,,
პაპი ფრანცისკეს თქმით, როდესაც ქვეყანა ხედავს, რომ დამარცხებულია და “საქმე კარგად არ მისდის”, მას მოლაპარაკებების სიმამაცე უნდა ეყოს და მხარეებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს .
პაპს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა მხარეთა შორის დებატებზე, რომლის ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ შეძლო რუსეთის შეჩერება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს აგრესორის ქცევის ლეგიტიმაციას ახდენს.

,,როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ამ პროცესში, თურქეთი დაასახელა.

მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ:

“პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს”.

პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს“.

უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში. სტამბოლი. 8 მარტი. თურქეთი მზად არის სამშვიდობო სამიტი გასამართად რუსეთის მონაწილეობით, უკრაინას ჯერ “საგზაო რუკა” სურს
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთისთვის ეს პირობა მიუღებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button