რუსეთმა ოდესაში სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე

CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ დღეს ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი ადგილმდებარეობიდან, სულ რაღაც, 500 მეტრში ჩამოვარდა. ოდესის დაბომბვის დროს.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოლონის წევრებმა დაინახეს და იგრძნეს დარტყმის ტალღა. მათ თქვეს, რომ დაინახეს “სოკოს ფორმის ღრუბელი”, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.
რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი შავი ზღვის საპორტო ქალაქში ერთად იმყოფებოდნენ.
ზელენსკიმ დაადასტურა მასზე სავარაუდო თავდასხმა და აღნიშნა რომ არ დაშავებულა, თუმცა აღნიშნა, რომ საკმაოდ ახლოს იმყოფებოდა, რაცა დაინახა და გაიგო აფეთქების ხმა და დაადასუტრა, რომ იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
“ჩვენ ვნახეთ რაკეტის დარტყმა. ხომ ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათთვის სულ ერთია, სად დაარტყამენ. ვიცი, რომ იყო მსხვერპლი, ჯერ ყველა დეტალი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაშავებულები და დაღუპულები”, – განაცხადა ზელენსკიმ ოდესაში ყოფნის დროს.
რაც შეეხება საბერძნეთის პრემიერს, მან თქვა, რომ ძლიერი აფეთქების ხმა მანქანაში ჩაჯდომის დროს გაიგო.
“მალევე, როდესაც მანქანაში ვსხდებოდით, ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს”, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.
უკრაინის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის შესახებ პირველი იტყობინებოდა ბერძნული გაზეთი „პროტო ტემა“. ეს მოხდა 6 მარტს, ქალაქში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას.
გაზეთი იმოწმებს ანონიმ წყაროს საბერძნეთის მთავრობაში. წყაროს თანახმად, დარტყმა განხორციელდა, როცა ზელენსკი საბერძნეთის დელეგაციის გვერდით იმყოფებოდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის დელეგაციაში არავინ დაშავებულა. მთავრობაში მხოლოდ ბერძენი მოხელეების მდგომარეობაზე გააკეთეს კომენტარი. სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ ასევე რუსეთის პროპაგანდისტული არხები და სხვა მედიასაშუალებები. ამ ამბის გამოქვეყნების მომენტში კიევს არ გაუკეთებია კომენტარი.
ნოემბერში ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ „მინიმუმ ხუთი-ექვსი“ თავდასხმა გადაიტანა. „პირველად ეს ძალიან საინტერესოა, შემდგომში კი კოვიდივით აღიქვამ“, – თქვა მან. მოსკოვს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
პირდაპირ შეკითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „მოკვლის შანსს“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: „ეს ომია და უკრაინას ყოველგვარი უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი მიწა“.
რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა ოდესას რაკეტებით ბომბავს. შაბათს საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.