მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადასახდელად.
(დაახლოებით 800 ათასი დოლარი) ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.
“იანვარში რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი.
მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კულტურის, სპორტის თანამშრომლებისთვის”, – განაცხადა დელბამ.