მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის წინააღმდეგ 16 000 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის წინააღმდეგ 16 000 რაკეტა გამოიყენა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამიზნეთა 97 პროცენტი სამოქალაქო ობიექტები იყო.

გასულ დღეს, რუსეთმა სუმის ოლქის მიმართულებით 129 რაკეტა გაუშვა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, რაკეტები ბიზნეს ობიექტებს მოხვდა, განადგურდა საწარმოები.

უკრაინელებმა ზაპოროჟიის ოლქში, ერთ-ერთ ხიდზე შეტევა წარმატებით განახორციელეს, აღნიშნულ ობიექტს რუსები სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც, რუსები აქტიური თავდასხმებით ცდილობენ კონტროლი დაამყარონ 3 მიმართულებაზე.

რუსეთის ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ნოემბერს თავის ტრადიციულ საღამოს მიმართვაში, მას მერე, რაც უკრაინელებს მოუწოდა, მზად იყვნენ ელექტროენერგიის კრიზისის გაგრძელებისთვის, ტემპერატურის ვარდნისა და სიცივის ფონზე.

გასულ თვეში რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს მდინარე დნეპრის დასავლეთის ნაპირიდან, თუმცა განაგრძობენ ქალაქების, სოფლების და ქალაქ ხერსონის დაბომბვას თავიანთი ამჟამინდელი განლაგების ადგილებიდან მეორე ნაპირზე.

უკრაინის ხელისუფლებამ გასულ კვირაში ხერსონის მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა ზამთრის პერიოდში, რათა მოერიდონ დაბომბვებს, რამაც, ზელენსკის თქმით, დააზიანა წყლის მიწოდების სისტემა ხერსონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნიკოლაევში.

მანამდე, 28 ნოემბერს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში თქვა, რომ ხერსონს რუსეთის არტილერია ყოველდღიურად უტევს. როგორც ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, ხერსონს ყველაზე დიდ ზარალს აყენებენ რუსეთის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები – ძირითადად საბრძოლო მანქანები BM-21, რომლებიც „გრადის“ ტიპის რაკეტებს ისვრიან.

“ქალაქი მოწყვლადია, ვინაიდან ის რუსეთის საარტილერიო სისტემების უდიდესი ნაწილის წვდომის ფარგლებში რჩება. რუსეთი ახლა ქალაქს ცეცხლს უშენს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button