მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ქვეყანაში 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა აკრძალა-მოსკოვი პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს

რუსეთში 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაიბლოკება – ინფორმაციას ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედია საშუალებების სია, რომლებთან დაკავშირებითაც შემზღუდველი ზომები მიიღეს, მოიცავს გამოცემებს ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის სახელმწიფო ტელე -რადიო კომპანია ORF-ს, უნგრულ ინტერნეტპორტალ 444-ს, გერმანულ გაზეთებს : Der Spiegel-ს, Die Zeit-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, ესპანური გამოცემებს : El Mundo-ს, El Pais-ს, სააგენტო EFE-ს, იტალიურ გაზეთებს : La Stampa-სა, La Repubblica-ს, ტელეკომპანია RAI-ს, ფრანგულ გაზეთებს : Le Monde-სა და La Croix-ს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რადიო კომპანია Radio France-ს, ასევე გამოცემებს: Politico-ს, Euobserver-ს და სხვას.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირის გადაწყვეტილების პასუხად, რომელმაც სანქციების მე-14 პაკეტის ფარგლებში, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები [რია ნოვოსტი, იზვესტია, როსიისკაია გაზეტა] აკრძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
მოსკოვი საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს და აცხადებს, თუ დასავლეთ გააუქმებს თავის შეზღუდვებს, რუსეთიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button