მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა

პრემიერ ღარიბაშვილს კრემლმა განცხადებები დაუფასა. პუტინმა რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შეიყვანა. რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

ავსტრალია

ალბანეთი

ანდორა

დიდი ბრიტანეთი

ისლანდია

კანადა

ლიხტენშტეინი

მიკრონეზია

მონაკო

ახალი ზელანდია

ნორვეგია

კორეის რესპუბლიკა

სან მარინო

ჩრდილოეთ მაკედონია

სინგაპური

აშშ

ტაივანი

უკრაინა

ჩერნოგორია

შვეიცარია

იაპონია

ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობას არამეგობრული ქვეყნების სიის შედგენა დაევალა.

სიაში არ მოხდა საქართველო, რომლის მთავრობამაც „ეროვნული ინტერსების“ გათვალისწინებით უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ნუსხაში არ არის ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი ქვეყანა უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 მარტს გამოსცა განკარგულება და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრათ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალქებებისა და კომპანიების მიმართ “არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან”.

პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ, ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინნასთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“.

ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის და არც პუტინი გაჩერდება მხოლოდ უკრაინით.

ნაუსედა ღიად ამბობს, ახლა ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის მაქსიმალური დახმარებაა.

“შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის. დაცვა უნდა გავაძლიეროთ, რადგან შეიძლება მალე გვიანი აღმოჩნდეს. პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ეს ჩვენი კოლექტიური ვალია.

ამასთან, გმირ უკრაინელ ერს ყველა რესურსით უნდა დავეხმაროთ. როდესაც ვამბობ ყველა რესურსით, ვგულისხმობ მაქსიმალურ დახმარებას, თუ გვინდა რომ მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ”,- ამბობს გიტანას ნაუსედა, რომელიც დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკეს შეხვდა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button