რუსეთმა, შესაძლოა აღდგომის დღესასწაული იარაღად გამოიყენოს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში აანალიზებს რელიგიურ ნიადაგზე რეპრესიებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს რელიგიის იარაღად გამოყენებას საერთაშორისო არენაზე უკრაინის დისკრედიტაციისთვის. ის რელიგიაზე დამყარებულ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებს სამხედრო მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ თავად უხეშად არღვევს რელიგიურ თავისუფლებებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წერენ ექსპერტები.
„რუსეთმა შესაძლოა მართლმადიდებელი აღდგომა გამოიყენოს იმისთვის, რომ გადადოს უკრაინის კონტრიერიშის დაწყება, გამოვიდეს რა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებით მართლმადიდებელი რელიგიისადმი პატივსაცემად, თუმცა თავად რუსეთი არ ავლენს რელიგიის მიმართ ასეთ პატივისცემას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს ISW.
როგორც ინსტიტუტის ექსპერტები ასკვნიან, რელიგიური ხასიათის დევნა, როგორც ჩანს, ასევე არის ნაწილი რუსეთის მხრიდან მიმდინარე კულტურული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის კამპანიისა, რაც მიმართულია უკრაინის დამოუკიდებელი ერისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეის განადგურებისკენ.
ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება, სავარაუდოდ, აწარმოებს სისტემატური რელიგიური დევნის კამპანიას ოკუპირებულ უკრაინაში. ISW-ს თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა და საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინაში რელიგიური დევნის მინიმუმ 76 აქტი ჩაიდინეს.
ISW წერს, რომ ასეთი, პაუზა არაპროპორციულად სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და საშუალებას მისცემს მათ უზრუნველყონ თავიანთი მიღწევები ბახმუტში და მოემზადონ თავდაცვა უკრაინის 2023 წლის გაზაფხულის კონტრშეტევისგან.