მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას

უკრაინის მოქალაქეებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ

უკრაინის მოქალაქეებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ. ასეთი შედეგი აჩვენა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, იტყობინება BBC.

2005 გამოკითხულის 85%-ს მიაჩნია, რომ დაუშვებელია რაიმე სახის ტერიტორიული დათმობები. მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია უარი თქვას საკუთარი ტერიტორიის ნაწილზე.

ასეთი შედეგები გამოვლინდა ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთში, რომელზეც ომი ყველაზე მეტად ახდენს გავლენას.

მსგავსი გამოკითხვები რეგულარულად ტარდება სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ შედეგები უმნიშვნელოდ იცვლება. მაისში ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგი იყო გამოკითხულთა 82%, სექტემბერში – 87%. მიუხედავად იმის რომ უკრაინელები ტერიტორიებს არ თმობენ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ანდრეი ჩენიაკის განცხადებით, 2023 წელს რუსულმა ძალებმა შესაძლოა, შეტევა ერთდროულად უახლოეს 4-5 თვეში, შეიძლება დაიწყოს შეტევა ჩრდილოეთიდან ან აღმოსავლეთიდან.

ჩერნიაკის თქმით, რუსები ხვდებიან რომ აგებენ, თუმცა ომის დასრულებას არ გეგმავენ, ამიტომ შეტევის განხორციელებას ეცდებიან.

“უკრაინული დაზვერვის შეფასებით, მომდევნო 4-5 თვეში რუსულმა ჯარმა შესაძლოა კიდევ 70 000-მდე სამხედრო დაკარგოს. და ასეთი დანაკარგისთვის ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა მზად არის”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რომელ ტერიტორიებზე გეგმავენ რუსები შეტევას 2023 წელს. ჩერნიაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი თავდასხმა ჩრდილოეთით ან აღმოსავლეთით განხორციელდება.

„მოსალოდნელია მტრის ასეთი ქმედებები [ახალი შეტევები] და ჩვენი ჯარები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ჩერნიაკმა.
ჩერნიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმში და დაიპყრონ დონეცკის მთელი რეგიონი.
ამასთან, მისი აზრით, ხერსონის ხელახლა დასაპყრობად დნეპრის გადალახვა შეუძლებელი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button