მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში 212 030 ჯარისკაცი დაკარგა-გენშტაბის ცნობით მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა 35 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 57. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, . გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 212 030 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 880 ჯარისკაცი, 17 ჯავშანტექნიკა, 37 საარტილერიო სისტემა და 13 ტანკი.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 7 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3873
ჯავშანტექნიკა – 7560
საარტილერიო სისტემა – 3640
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 594
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 352
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 299
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3219
ფრთოსანი რაკეტა – 1171
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6349
სპეცტექნიკა – 492
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button