მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ.” მარცვლეულის გარიგებაში “, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება “მარცვლეულის გარიგებიდან” გამოსვლის შესახებ, რომელშიც მან უკრაინა დაადანაშაულა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებსა და ინფრასტრუქტურაზე უპილოტო თვითმფრინავების დახმარებით განხორციელებულ “მასირებულ დარტყმაში”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, მოთხოვონ რუსეთს, რომ “შეწყვიტოს შიმშილის თამაშები” და დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პორტებიდან „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ პუტინს არ ჰქონია სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ეს არ არის დაგეგმილი.

პესკოვმა აღნიშნულის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკული გამოცემის Wall Street Journal-ის კორესპონდენტი თურქ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთს ამის შესახებ ანკარასთვის ოფიციალურად ჯერ არ უცნობებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button