“რუსეთმა უნდა დასაჯოს გაბუნია”
რუსეთის დუმის დეპუტატი გიორგი გაბუნიას რუსული კანონმდებლობით დასჯას ითხოვს. ალექსანდრ შერინი ამბობს, რომ ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება მოსკოვში „ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის” მუხლით უნდა დაიწყოს და ამისთვის, საქართველომ გაბუნია რუსეთს უნდა გადასცეს.
ამის შესახებ შერინმა „ცარგრადთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ “პოსტ ფაქტუმის” ეთერიდან ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების საქმეს ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ეხმაურება. ორგანიზაციის “ტვიტერის” გვედრზე წერია, რომ გმობენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შეთქმულებას და სთხოვენ საქართველოს მთვრობას, ყველაფერი გააკეთოს მისი სიცოცხლის დასაცავად.
“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, მუქარებს არც ერთი ჟურნალისტი უნდა იღებდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
We strongly condemn the alleged assassination plot of #journalist Giorgi Gabunia in #Georgia. And ask Georgian authorities to do everything in their power to protect him. No journalist must be threatened or put at risk for doing their job. #SafeJournalists #journalismisnotacrime https://t.co/E7pPnqT1Uq
— ECPMF (@ECPMF) June 23, 2020