მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მობილიზება სურს

რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საომრად დაიქირაოს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება მიმდინარეობს.ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ”, – წერია განცხადებაში.

კერძოდ, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობს ასეთი პატიმრების აქტიურად დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათზე, ვინც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის
რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
უწყება ამბობს, რომ იმავდროულად, ლუგანსკში მდებარე ოკუპანტების მიერ დანგრეული ყინულის სასახლის შემდეგ რეგიონში ყველაზე დიდი დახურული სპორტული არენა სავსეა დაჭრილი რუსებით – “იქ 600-ზე მეტი ბოევიკის გადარჩენას ცდილობენ”.
უკრაინამდე რუსეთი “ვაგნერს” იყენებდა სირიასა და აფრიკაში. “ვაგნერელები” ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button