რუსეთს საჩხერის ტყეების ოკუპაციაც სურს
“პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით.” ასე გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების საჩხერის რაიონში გამოჩენას და ტერიტორიების მონიშვნის ფაქტს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური.
უწყაბაში აცხადებენ, რომ პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები.
“აღნიშნულ ტყის მასივებში მიმდინარე უკანონო ქმედებები წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს.
“პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით.
“ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გააჟღერა, რომ რუსი ოკუპანტები საჩხერეში ტყეში ხეებს ნიშნავენ, ბორდერიზაციის დასაწყებად.
მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვა და დაადასტურა სუს-მა ინფორმაცია.