რუსეთს სამხედრო ბაზისთვის შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს
რუსეთს სამხედრო ბაზისთვის შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს. მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის.
განკარგულების თანახმად, რუსეთის მთავრობა დათანხმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დეპარტამენტთან “მიწის ნაკვეთის ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე” მოლაპარაკებები დაიწყოს.
დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზეა გამოქვეყნებული. მას ხელს რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი აწერს.
“მე-11 ფედერალური კანონის მე-3 მუხლის – “რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ” შესაბამისად, მიღებული იქნას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, რომელიც შეეხება პროტოკოლის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის
თავდაცვის სამინისტროს შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაერთიანებული საომარი ბაზისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ის ინფორმაციით, კრემლმა უკვე მიღო რუსეთის თავდაცვის უწყების წინადადება რუსეთისთვის ე.წ სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.