“რუსეთში 1937 წელი დადგა”
ქვეყანაში სანქცირებული პროდუქციის შეტანის ან გაყიდვის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობას ერთმანეთის დასმენა-დაბეზღებას ურჩევს.
შედეგმაც არ დააყოვნა. ვლადივოსტოკის მკვიდრმა პოლიციას განცხადებით მიმართა, რომ მისი მეზობლები რუსეთში აკრძალურ სანქცირებულ პროდუქციას მოიხმარენ.
კერძოდ, კაცმა მიუთითა, რომ მისი მეზობელი ქალი, რუსეთში აკრძალულ, პოლონურ ბატებს მიირთმევს, – გადმოსცემს პორტალი «Новости Владивосток».
კაცმა საჩივარში აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი სხვა მეზობლები თამბაქოს ეწევიან, რომელიც, შესაძლებელია, რუსეთში ჰოლანდიიდანაა შეტანილი.