მსოფლიოსიახლეები

რუსეთში კორონავირუსით 3 სასულიერო პირი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ით 3 სასულიერო პირი გარდაიცვალა: ასტრახანის ყოფილი მიტროპოლიტი იონა, დეკანოზი ევგენი კორჩუკოვი და დიაკვანი ანდრეი მალჩანოვი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობით, 78 წლის მიტროპოლიტ იონას გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გართულება გახდა. ყოფილი მიტროპოლიტი ბოლო წლებში მოსკოვში ალტუფიევოს რაიონის ეკლესიის საპატიო წინამძღვარი იყო. იგი მოსკოვის №50 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიაკვანი ანდრეი მოლჩანოვი მოსკოვში მდებარე წმინდა მოწამეების – სევასტისა და ზოსიმეს სახელობის ეკლესიაში, ხოლო ევგენი კორჩუკოვი, – პაკროვსკი-ხოტკოვის მონასტერში მსახურობდა.

ამ დროის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის 145 268 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 1 356 პაციენტი. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად იზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button