მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბაღის შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა

ზუგდიდის მინიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ყოფილ საბავშვო ბაღის შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

შენობაში 4 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და ხანდაზმულები.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია, სახანძრო სამსახურმა კი მოსვლა დააგვიანა. ადგილობრივები ამის მიზეზადაც უგზოობას ასახელებენ.

ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცეცხლის კერების დამუშავება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს გაეწევათ როგორც ერთჯერადი დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით.

დევნილები ყოფილი ბაღის შენობაში 20 წელზე მეტია ცხოვრობენ, ხანძრის შედეგად მათი საცხოვრებელი ფართი მთლიანად დაიწვა და ისინი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button