მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში „მოსკვა-სიტის“ თავზე უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ ავრცელებს ცნობებს, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ. ერთ-ერთი დრონი “მოსკოვ-სიტის” შენობას შეეჯახა. თავდცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ “თავდასხმის მცდელობას” მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ორი დრონი რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოაგდეს, მესამემ კი მართვა დაკარგა და კომპლექსის ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეჯახა.

ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რუსული ტელეგრამარხები უპილოტო საფრენი აპარატის ცათამბჯენთან შეჯახების კადრებს აქვეყნებენ.

ივლისის ბოლოდან ეს „მოსკვა-სიტიზე“ დრონებით იერიშის უკვე მეოთხე შემთხვევაა.
ამასთან ბოლო 1 დღეში მოსკოვში კიდევ 3 დრონი ჩამოვარდა – ერთ-ერთი მოსკოვის ცენტრში, ორი კი მოსკოვის მახლობლად.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, “კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტის მოწყობის მორიგი მცდელობა” აღკვეთეს. მათი მტკიცებით, ცენტრში ჩამოვარდნილი დრონი ელექტრომოწყობილობებით, ხოლო დანარჩენი ორი – საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაანადგურეს.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. დრონებით თავდასხმის გამო რამდენჯერმე შეფერხდა აეროპორტების მუშაობა.

აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ ახალისებს და მწვანე შუქს არ უნთებს უკრანის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ამასთან ერთად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს უკრაინიდან სამხედროების გაყვანის გზით.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსეთის შიგნით დრონებით თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. უკრაინელები ოფიციალურად ამ დარტყმებზე კომენტარს არ აკეთებენ.
პარალელურად, უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედები მიმდინარეობს. რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები და სამრეწველო-სატვირთო კომპლექსი. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, დაიბომბა ხერსონის და სუმის ოლქები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. იერიშები იყო ხარკივის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button