მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დუმამ მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის რუსეთში არასასურველად აღიარონ ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია

დუმამ მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო რუსეთის ფედერაციაში ორგანიზაციების არასასურველად ცნობის კრიტერიუმების გაფართოების შესახებ კანონი. ეს კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რუსეთში “არასასურველად” აღიაროს ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია.

კანონი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში არასასურველად აღიარონ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა დამფუძნებლები არიან მესამე ქვეყნების სამთავრობო უწყებები. ეს მიდგომა არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა წევრიც რუსეთია. კანონმდებლობის ამჟამინდელი ვერსიით, მხოლოდ არაკომერციული უცხოური ორგანიზაცია შეიძლება აღიარებული ყოფილიყო რუსეთში “არასასურველად”.

ასეთ სტრუქტურებთან თანამშრომლობა გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას – როგორც მათთვის ვინც რუსეთში ცხოვრობს, ასევე მის საზღვრებს გარეთ მყოფებისთვის.

რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების გამოძიების სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა წარსულში დაწერა, რომ “კომისიას ხელთ აქვს მასალები ისეთი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ იმ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”, კერძოდ “ჩვენ ვსაუბრობთ სანქციების შემუშავებაზე, საინვესტიციო პროექტების დაბლოკვაზე, გავლენის აგენტების მომზადებაზე, არჩევნებში ჩარევაზე, ეროვნული სიძულვილის გაღვივებაზე და ბევრ სხვაზე”, – განაცხადა პისკარევმა.

ასევე სამშაბათს მესამე მოსმენით მიიღეს კანონები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ნებისმიერი “არასასურველი” ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის. შედეგად, მოქალაქეებს შეიძლება დაემუქროთ, მაგალითად, ჯარიმა 500 ათას რუბლამდე ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მისი საქმიანობის ორგანიზებისთვის – ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მანამდე პისკარევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “არასასურველი” ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობად, მაგალითად, შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის საინფორმაციო მასალების გავრცელება, გამოქვეყნება, ლოგოს გამოყენება… მისი თქმით, ასეთი მონაწილეობა ასევე შეიძლება მოიცავდეს “ამ ორგანიზაციის პროგრამების თუ პროექტების განხორციელებას, ასეთ პროექტებში მონაწილეობას საზღვარგარეთ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button