მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ციმბირის ქალაქ კემეროვოში არალეგალურად მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.
“კერძო სახლი დაიწვა. დადგენილია, რომ ის არალეგალურად გამოიყენებოდა მოხუცების სადღეღამისო მოვლა-პატრონობისთვის. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფილი არ იყო”, – აცხადებენ ოფიციალური ორგანოები.

ხანძრის ფართობი 180 კვადრატული მეტრი იყო. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
BBC-ის ინფორმაციით, 2-სართულიან ხის შენობაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად გათბობის სისტემა სახელდება, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვის უგულებელყოფით იყო დამონტაჟებული.
მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.

ცნობისთვის, 2018 წელს კემეროვოს დასასვენებელ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button