რუსეთში საპენსიო ასაკს გაზრდიან

საპენსიო ასაკის გაზრდა რუსეთში აუცილებელია. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი მოისეევმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საწარმოებში ახალგაზრდებთან ერთად საპენსიო ასაკის ადამიანებიც მუშაობენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ 90-იან წლებში ადამიანები ქარხნებსა და ფაბრიკებში სამუშაოდ არ მიდიოდნენ. ამიტომაც, იმის საშიშროება დადგა, რომ კვალიფიკაციური კადრების პენსიაზე გასვლის შემდეგ ახალგაზრდებს საქმეს ვეღარავინ ასწავლის. ამ სიტუაციიდან გამოსავალს ჩვენ საპენსიო ასაკის გაზრდაში ვხედავთ,”-აღნიშნა მოისეევმა.

ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო ასაკის გაზრდის მოთხოვნა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა პრეზიდენტმა პუტინმა და პრემიერმა მედვედევმა უწყების რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button