მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო -სამხედრო სამსახურში 133 000-ს მოქალაქეს წაიყვანენ

პუტინის ბრძანებით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო – რუსეთის პრეზიდენტმა გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში 133 ათას ადამიანს გამოიძახებენ.

საშემოდგომო გაწვევა 18-30 წლამდე მოქალაქეებს შეეხებათ, ხოლო ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ, რეზერვში გადავლენ.

საშემოდგომო გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ 12 თვე იქნება, შეკრების პუნქტებიდან კი ახალწვეულების გაყვანა 15 ოქტომბრიდან იგეგმება.

ცნობისთვის, სამხედრო გაწვევა რუსეთში წელიწადში ორჯერ ცხადდება – გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 73 საბრძოლო დრონი გაუშვა. ქვეყნის ათ რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა დრონის განეიტრალება შეძლო.

ხერსონის, ნიკოპოლის და სუმის ოლქებში შემავალი დასახლებების საარტილერიო დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა. რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ ღამეს 136 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ყველაზე ცხელ წერტილად პოკროვსკის და კურა-ხოვეს მიმართულებები რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button