მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში საცხოვრებელ სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 პილოტი დაიღუპა. ბორტი ნოვო-ლენინოს მიკრორაიონში ჩამოვარდა. ინფორმაციას ოფიციალურ პირებიზე დაყრდნობით მედია ავრცელბს.

ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პილოტები დაიღუპნენ, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.
ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
მედიის ცნობით, ეს საბრძოლო ტიპის Su-30 თვითმფრინავია, რომელიც თვითმფრინავების მშენებელი საწარმოდან აფრინდა. შემთხვევა ნოვო-ლენინოს დასახლებაში მოხდა.
რუსეთის მედიის ცნობით, სავარაუდოდ კატასტროფა განიცადა Су-30-მა, რომელიც ავიაქარხნიდან აფრინდა, შემთხვევა კი ირკუტსკის ნოვო-ლენინოს მიკრორაიონში მოხდა.

მედიის ცნობით ხანძარი 200 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

სხვადასხვა ტელეგრამ არხზე ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეოები, რაც სავარაუდოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

17 ოქტომბერს რუსეთში, ქალაქ იეისკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Су-34 სასწავლო ფრენას ასრულებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაზიანდა კორპუსი, ცეცხლი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი, 19 კი დაშავდა.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. გასულ ორშაბათს, მოიერიშე თვითმფრინავი „Sukhoi Su-34” უკრაინის მახლობლად, რუსეთის ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button