მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს

უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის მოქალაქეებმა 2623 საჩივარი შეიტანეს სამართალდამცავ უწყებებში თავიანთი თანამოქალაქეების ომის საწინააღმდეგო განცხადებების შესახებ

რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად “ზელენოგრად ჩიკატილო” ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს.

უშიშროების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხის ცნობით, გრიცენკო სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს. 62 წლის სერიული მკვლელი ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ. ის ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს.

საპატიმრო მან 2023 წლის სექტემბერში ვადაზე ადრე დატოვა. არსებული ინფორმაციით, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა. მას მხოლოდ ეგრეთ წოდებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.
ცნობისთვის იური გრიცენკომ პირველად მკვლელობა მან 1993 წელს ჩაიდინა, 9 წელი მოიხადა და წლინახევრით ადრე გათავისუფლდა. ამის შემდეგ მან კიდევ 5 ქალი მოკლა, 10 კი მის თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა. ის ქალებს თავს ძირითადად ტყე-პარკებში ესხმოდა.
როგორც გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” ღია მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის მოქალაქეებმა 2623 საჩივარი შეიტანეს სამართალდამცავ უწყებებში თავიანთი თანამოქალაქეების ომის საწინააღმდეგო განცხადებების შესახებ.

დასმენების რაოდენობის მიხედვით, მეორე და მესამე ადგილებზე არის ე.წ. ლგბტ პროპაგანდა (487 საჩივარი) და რუსოფობია (250).

საჩივრების 70% დაწერილია ანონიმური ტელეგრამ-არხის, “მრაკობორეცის” წევრების მიერ. “მრაკობორეცს” 5500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და სპეციალიზებულია ომის საწინააღმდეგო აქტივისტების მოძიებაში. არხის ყოველდღიური ნორმაა – მინიმუმ სამი საჩვარი, სოციალური ქსელების “ვკონტაკტესა” და “ოდნოკლასნიკის” გვერდებზე. 148 საჩივარი დაწერა პირადად “ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგის” უფროსმა, ეკატერინა მიზულინამ, 60 – კრემლის მომხრე აქტივისტმა ვიტალი ბოროდინმა.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, უფლებადამცველი პროექტის, “ოვდ-ინფოს” გამოთვლით, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღძრა სულ ცოტა, 902 ადამიანის წინააღმდეგ. მათგან 261-ს თავისუფლება აღუკვეთეს – ისინი იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში, კოლონიებში ან იძულებით მკურნალობას გადიან. პროექტის მონაცემებით, 285 ადამიანის მიმართ საქმე აღიძრა „ყალბი ცნობების” მუხლით, ხოლო 172-ისა – რუსული არმიის ან ხელისუფლების დისკრედიტაციის მუხლით.

ეს მუხლები გაჩნდა მალევე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს. „ყალბ ცნობად” რუსეთის სასამართლოები მიიჩნევენ ომის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.

დისკრედიტაციად სასამართლოები თვლიან, მაგალითად, სიტყვა “ომის” გამოყენებას უკრაინასთან ომის კონტექსტში. ამისთვის მრავალწლიანი პატიმრობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button