მნიშვნელოვანიმსოფლიო

რუსეთში, სკოლის შენობაში სროლაა – არიან დაჭრილები

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლაა. რუსული საინფორმაციო არხების ინფორმაციით, არიან დაჭრილები.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი – სკოლის მოსწავლეებს. დაჭრილების რაოდენობა ცნობილი არ არის. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობა გარდაცვლილის შესახებაც.

ჯერჯერობით, შეიარაღებული პირის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ის შავ სამოსშია ჩაცმული. მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებში დამალვას ცდილობენ.

როგორც საინფორმაციო ტელეგრამ-არხები წერენ, სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

მსგავსი პოსტები

Back to top button