მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთთან ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს-არესტოვიჩი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 183 ბავშვია დაღუპული

რუსეთთან ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის განმავლობაში რეგულარული სამხედრო შეტაკებები “გარანტირებულია”.

არესტოვიჩმა ვითარება უკრაინაში, შეადარა ისრაელსა და არაბებს შორის არსებულ მდგომარეობას.

“ჩვენთანაც ასე იქნება. არ ვიცი, დაგვჭირდება თუ არა ხუთი ომი, მაგრამ გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ, შეიძლება ხუთ წელიწადში ერთხელ და დიდი შეტაკებები ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ“ – ამბობს ის.

არესტოვიჩი იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არ არიან ასეთი განვითარებისთვის, ურჩევს, დროებით დატოვონ უკრაინა.

“ყველა აქ არის და იქნება აქ, და ვინც არ არის მზად – თბილი ესპანეთია და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ არ ხართ მზად”, – თქვა არესტოვიჩმა.

ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინის არმია დონბასის მთელ ტერიტორიას დაიკავებს, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს, რაც უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.

შეგახსენებთ რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 183 ბავშვია დაღუპული, 342-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ცნობების მიღება აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ასევე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ ხერხდება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. მათგან 87 მთლიანად განადგურებულია.
ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა – განცხადება მან სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას გააკეთა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსებს სურთ მარიუპოლი გაანადგურონ.

“ყველაზე უარესი სიტუაციაა მარიუპოლში… მარიუპოლი განადგურებულია. ათი ათასობით დაიღუპა იქ. რუსები არ წყვეტენ შეტევას. მათ სურთ მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად აქციონ”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ქალაქი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button