მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი გუბერნატორის მდგომარეობა რომელიც დანით დაჭრეს მძიმეა

რუსეთში, ქალაქ აპატიტში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TASS-ი რეგიონის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

“შეიარაღებული თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ის მუცელში დაჭრეს. თავდამსხმელი დააკავეს. [ინციდენტი მოხდა] ქალაქ აპატიტში, კულტურის სახლის გასასვლელთან, სადაც გაიმართა შეხვედრა…

ახლა გუბერნატორი საოპერაციოშია. ანდრეი ვლადიმროვიჩი გონზეა, ის თავად მივიდა მანქანამდე, საავადმყოფოში წასასვლელად, საუბრობდა და ყველა კითხვას უპასუხა…” – უთხრეს გამოცემას.

სახელმწიფო მედიასაშუალებები რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა გვარდიის თანამშრომელმა, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად უზრუნველყოფდა მოსახლეობასთან გუბერნატორის შეხვედრის უსაფრთხოებას.
კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებული პირი ქალაქ აპატიტის მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ალექსანდრ ბიდანოვია. ის რკინიგზის თანამშრომელია. გუბერნატორზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორია 2019 წლიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button