რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებენ

რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები სამი ოლქის 20 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
„ჩვენმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპიპივკასა და კრემენაიას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილიევკას, რაზდოლოვკას, პარასკოვიევკას, ბერხოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, ჩასოვ-იარის, ვესელეს, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და ვუჰლედართან მოიგერიეს“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
ასევე, უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები ხარკოვის ოლქის გრიანიკოვკასა და სინკოვკას დასახლებებთან მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 142 270 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3303
ჯავშანტექნიკა – 6533
საარტილერიო სისტემა – 2326
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 469
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 243
თვითმფრინავი – 298
ვერტმფრენი – 287
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2016
ფრთოსანი რაკეტა – 871
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5196
სპეცტექნიკა – 223
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.